medservice black
მედსერვივისი Errors.
#01. Unable to complete network request to host “სერვერის სახელი ან IP-მისამართი/3050“. Failed to establish a connection. Unknown Win32 error 10060.

კავშირის პრობლემა. Medservice-კლიენტი ვერ ახერხებს დაუკავშირდეს InterBase სერვერს.
1. კლიენტის კომპიუტერზე C:\Medser\stan\back\ser ფაილში გადაამოწმეთ სერვერის სახელი ან IP-მისამართი (შეიძლება საჭირო იყოს სახელის IP-მისამართით შეცვლა). ასევე უნდა გადამოწმდეს კლიენტის კომპიუტერიდან „იპინგება“ თუ არა სერვერი სახელით და IP-მისამართით და პირიქით – სერვერიდან „იპინგება“ თუ არა კლიენტის კომპიუტერი. გადაამოწმეთ სერვერზე ხომ არ არის „დაკიდებული“ ან გათიშული InterBase სერვერი.
2. ხშირად ეს შეცდომა დაკავშირებულია Windows Firewall-თან. Firewall-ის პარამეტრებში აუცილებელია გაიხსნას TCP-პორტი 3050. Firewall-ის ზეგავლენის გამოსარცხად დროებით გათიშეთ Firewall-ი სერვერზე და კლიენტის კომპიუტერზე.

#02. Unable to complete network request to host “სერვერის სახელი ან IP-მისამართი“. Failed to locate host machine. The specified name was not found in the hosts file or Domain Name Services.

ქსელში არ იძებნება დასაკავშირებელი IP მისამართი ან კომპიუტერის სახელი.
კლიენტის კომპიუტერზე C:\Medser\stan\back\ser ფაილში გადაამოწმეთ სერვერის სახელი ან IP-მისამართი.

#03. unavailable database.

სერვერზე არ არის გაშვებული InterBase-ი.
InterBase Server Manager-ში დააჭირეთ Start-ს. InterBase Server Manager უნდა გაეშვას administrator-ის უფლებით (Run as administrator). საჭიროებისას გადატვირთეთ სერვერი.

#04. lock conflict on no wait transaction deadlock.

მომხმარებელი ცდილობს განაახლოს ან წაშალოს ჩანაწერი, რომელიც შეიცვალა/დაემატა სხვა მომხმარებლის მიერ, რომელსაც ჯერ ტრანზაქცია არ დაუსრულებია.
1. უნდა დაველოდოთ სანამ მომხმარებელი დაასრულებს თავის ტრანზაქციას (გახსნილი დიალოგური ფანჯრის დახურვა შენახვით ან შენახვის გარეშე).
2. შეიძლება საჭირო გახდეს (მაგ: ავარიული გათიშვისას) InterBase Server-ის გადატვირთვა: InterBase Server Manager-ში Stop/Start.

#05. XSQLDA index out of range.

ინდექსი დიაპაზონს გარეთ.
შეცდომა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
1. ტექსტური ველი შეიცავს ” ან ‘ სიმბოლოს.

#06. ” is not a valid integer value.

ბრჭყალებში მოცემული მნიშვნელობა არ არის მთელი რიცხვი.
შეცდომა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაციაში:
1. რიცხვით ველში, რომლის მნიშვნელობა შეიძლება მხოლოდ მთელი რიცხვი იყოს, შეტანილია არაკორექტული მნიშვნელობა – სავარაუდოდ Copy-Paste-ის გზით (რადგანაც პროგრამა ზღუდავს ამა თუ იმ ველში მისი მნიშვნელობისათვის შეუსაბამო სიმბოლოების კლავიატურით შეტანას).

#07. ” is not a valid floating point value.

ბრჭყალებში მოცემული მნიშვნელობა არ არის ნამდვილი რიცხვი (მთელი ან ათწილადი).
შეცდომა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაციაში:
1. რიცხვით ველში შეტანილია არაკორექტული მნიშვნელობა – სავარაუდოდ Copy-Paste-ის გზით (რადგანაც პროგრამა ზღუდავს ამა თუ იმ ველში მისი მნიშვნელობისათვის შეუსაბამო სიმბოლოების კლავიატურით შეტანას). შეცდომას შეიძლება იწვევდეს ათწილადის აღმნიშვნელად “.”-ის ნაცვლად “,”-ის გამოყენება.
2. თუ ეს შეცდომა ამოვარდა ჩანართი ფურცლის გადათვლისას, გადაამოწმეთ სტაციონარულ ბარათში არის თუ არა მითითებული სტანდარტი და ვალიდური დამთვლელი კოდი (კოდის გასწვრივ უნდა ფიქსირდებოდეს კორექტული  განყოფილება და სტანდარტი).

#08. arithmetic exception, numeric overflow, or string truncation.

არითმეტიკული გამონაკლისი, რიცხვითი გადავსება ან სტრიქონის წაკვეთა.
შეცდომა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
1. ტექსტური მნიშვნელობის სიგრძე (სიმბოლოების რაოდენობა) მეტია ბაზაში შესაბამისი ველის ზომაზე.
2. ნულზე გაყოფა ან რიცხვითი ტიპების შეუსაბამობა

#09. Dynamic SQL Error SQL error code = -204 Table unknown “სახელი”.

უცნობი ცხრილი. პროგრამა მიმართავს ცხრილს, რომელიც მონაცემთა ბაზაში არ არსებობს.
პროგრამის ვერსია წინ უსწრებს მონაცემთა ბაზის განახლებას. აუცილებელია შესაბამისი SQL.txt-ს გადატარება IBConsole-დან.

#10. Can’t open file C:\…\…\???.*

შეუძლებელია ფაილის გახსნა ამოუცნობი დასახელების გამო.
შეცდომა შეიძლება მოხდეს ამათუიმ ფაილიდან იმპორტისას (მაგ: კურსუსებში Pdf დოკუმენტის მიბმა). შეცდომა გამოწვეულია ფაილის დასახელებაში Unicode სიმბოლოებით.

medservice favicon
მოითხოვე ზარი