კავშირის პრობლემა. Medservice-კლიენტი ვერ ახერხებს დაუკავშირდეს InterBase სერვერს.
1. კლიენტის კომპიუტერზე C:\Medser\stan\back\ser ფაილში გადაამოწმეთ სერვერის სახელი ან IP-მისამართი (შეიძლება საჭირო იყოს სახელის IP-მისამართით შეცვლა). ასევე უნდა გადამოწმდეს კლიენტის კომპიუტერიდან „იპინგება“ თუ არა სერვერი სახელით და IP-მისამართით და პირიქით – სერვერიდან „იპინგება“ თუ არა კლიენტის კომპიუტერი. გადაამოწმეთ სერვერზე ხომ არ არის „დაკიდებული“ ან გათიშული InterBase სერვერი.
2. ხშირად ეს შეცდომა დაკავშირებულია Windows Firewall-თან. Firewall-ის პარამეტრებში აუცილებელია გაიხსნას TCP-პორტი 3050. Firewall-ის ზეგავლენის გამოსარცხად დროებით გათიშეთ Firewall-ი სერვერზე და კლიენტის კომპიუტერზე.
ქსელში არ იძებნება დასაკავშირებელი IP მისამართი ან კომპიუტერის სახელი.
კლიენტის კომპიუტერზე C:\Medser\stan\back\ser ფაილში გადაამოწმეთ სერვერის სახელი ან IP-მისამართი.
სერვერზე არ არის გაშვებული InterBase-ი.
InterBase Server Manager-ში დააჭირეთ Start-ს. InterBase Server Manager უნდა გაეშვას administrator-ის უფლებით (Run as administrator). საჭიროებისას გადატვირთეთ სერვერი.
მომხმარებელი ცდილობს განაახლოს ან წაშალოს ჩანაწერი, რომელიც შეიცვალა/დაემატა სხვა მომხმარებლის მიერ, რომელსაც ჯერ ტრანზაქცია არ დაუსრულებია.
1. უნდა დაველოდოთ სანამ მომხმარებელი დაასრულებს თავის ტრანზაქციას (გახსნილი დიალოგური ფანჯრის დახურვა შენახვით ან შენახვის გარეშე).
2. შეიძლება საჭირო გახდეს (მაგ: ავარიული გათიშვისას) InterBase Server-ის გადატვირთვა: InterBase Server Manager-ში Stop/Start.
ინდექსი დიაპაზონს გარეთ.
შეცდომა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
1. ტექსტური ველი შეიცავს ” ან ‘ სიმბოლოს.
ბრჭყალებში მოცემული მნიშვნელობა არ არის მთელი რიცხვი.
შეცდომა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაციაში:
1. რიცხვით ველში, რომლის მნიშვნელობა შეიძლება მხოლოდ მთელი რიცხვი იყოს, შეტანილია არაკორექტული მნიშვნელობა – სავარაუდოდ Copy-Paste-ის გზით (რადგანაც პროგრამა ზღუდავს ამა თუ იმ ველში მისი მნიშვნელობისათვის შეუსაბამო სიმბოლოების კლავიატურით შეტანას).
ბრჭყალებში მოცემული მნიშვნელობა არ არის ნამდვილი რიცხვი (მთელი ან ათწილადი).
შეცდომა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაციაში:
1. რიცხვით ველში შეტანილია არაკორექტული მნიშვნელობა – სავარაუდოდ Copy-Paste-ის გზით (რადგანაც პროგრამა ზღუდავს ამა თუ იმ ველში მისი მნიშვნელობისათვის შეუსაბამო სიმბოლოების კლავიატურით შეტანას). შეცდომას შეიძლება იწვევდეს ათწილადის აღმნიშვნელად “.”-ის ნაცვლად “,”-ის გამოყენება.
2. თუ ეს შეცდომა ამოვარდა ჩანართი ფურცლის გადათვლისას, გადაამოწმეთ სტაციონარულ ბარათში არის თუ არა მითითებული სტანდარტი და ვალიდური დამთვლელი კოდი (კოდის გასწვრივ უნდა ფიქსირდებოდეს კორექტული განყოფილება და სტანდარტი).
არითმეტიკული გამონაკლისი, რიცხვითი გადავსება ან სტრიქონის წაკვეთა.
შეცდომა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
1. ტექსტური მნიშვნელობის სიგრძე (სიმბოლოების რაოდენობა) მეტია ბაზაში შესაბამისი ველის ზომაზე.
2. ნულზე გაყოფა ან რიცხვითი ტიპების შეუსაბამობა
უცნობი ცხრილი. პროგრამა მიმართავს ცხრილს, რომელიც მონაცემთა ბაზაში არ არსებობს.
პროგრამის ვერსია წინ უსწრებს მონაცემთა ბაზის განახლებას. აუცილებელია შესაბამისი SQL.txt-ს გადატარება IBConsole-დან.
შეუძლებელია ფაილის გახსნა ამოუცნობი დასახელების გამო.
შეცდომა შეიძლება მოხდეს ამათუიმ ფაილიდან იმპორტისას (მაგ: კურსუსებში Pdf დოკუმენტის მიბმა). შეცდომა გამოწვეულია ფაილის დასახელებაში Unicode სიმბოლოებით.
სამედიცინო დაწესებულების აღრიცვიანობის და მენეჯმენტის ინვოაციურ ელექტრონულ სისტემა