Errors

#01. Unable to complete network request to host სერვერის სახელი ან IP-მისამართი/3050“.
Failed to establish a connection.
Unknown Win32 error 10060.

კავშირის პრობლემა. Medservice-კლიენტი ვერ ახერხებს დაუკავშირდეს InterBase სერვერს.
1.
კლიენტის კომპიუტერზე C:\Medser\stan\back\ser ფაილში გადაამოწმეთ სერვერის სახელი ან IP-მისამართი (შეიძლება საჭირო იყოს სახელის IP-მისამართით შეცვლა). ასევე უნდა გადამოწმდეს კლიენტის კომპიუტერიდან „იპინგება“ თუ არა სერვერი სახელით და IP-მისამართით და პირიქით – სერვერიდან „იპინგება“ თუ არა კლიენტის კომპიუტერი. გადაამოწმეთ სერვერზე ხომ არ არის „დაკიდებული“ ან გათიშული InterBase სერვერი.
2. ხშირად ეს შეცდომა დაკავშირებულია Windows Firewall-თან. Firewall-ის პარამეტრებში აუცილებელია გაიხსნას TCP-პორტი 3050. Firewall-ის ზეგავლენის გამოსარცხად დროებით გათიშეთ Firewall-ი სერვერზე და კლიენტის კომპიუტერზე.

#02. Unable to complete network request to host სერვერის სახელი ან IP-მისამართი“.
Failed to locate host machine.
The specified name was not found in the hosts file or Domain Name Services.
ქსელში არ იძებნება დასაკავშირებელი IP მისამართი ან კომპიუტერის სახელი.
კლიენტის კომპიუტერზე C:\Medser\stan\back\ser ფაილში გადაამოწმეთ სერვერის სახელი ან IP-მისამართი.

#03. unavailable database.
სერვერზე არ არის გაშვებული InterBase-ი.
InterBase Server Manager-ში დააჭირეთ Start-ს. InterBase Server Manager უნდა გაეშვას administrator-ის უფლებით (Run as administrator). საჭიროებისას გადატვირთეთ სერვერი.

#04. lock conflict on no wait transaction deadlock.
მომხმარებელი ცდილობს განაახლოს ან წაშალოს ჩანაწერი, რომელიც შეიცვალა/დაემატა სხვა მომხმარებლის მიერ, რომელსაც ჯერ ტრანზაქცია არ დაუსრულებია.
1.
უნდა დაველოდოთ სანამ მომხმარებელი დაასრულებს თავის ტრანზაქციას (გახსნილი დიალოგური ფანჯრის დახურვა შენახვით ან შენახვის გარეშე).
2. შეიძლება საჭირო გახდეს (მაგ: ავარიული გათიშვისას) InterBase Server-ის გადატვირთვა: InterBase Server Manager-ში Stop/Start.

#05. XSQLDA index out of range.
ინდექსი დიაპაზონს გარეთ.
შეცდომა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
1. ტექსტური ველი შეიცავს ” ან ‘ სიმბოლოს.

#06. ” is not a valid integer value.
ბრჭყალებში მოცემული მნიშვნელობა არ არის მთელი რიცხვი.
შეცდომა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაციაში:
1. რიცხვით ველში, რომლის მნიშვნელობა შეიძლება მხოლოდ მთელი რიცხვი იყოს, შეტანილია არაკორექტული მნიშვნელობა – სავარაუდოდ Copy-Paste-ის გზით (რადგანაც პროგრამა ზღუდავს ამა თუ იმ ველში მისი მნიშვნელობისათვის შეუსაბამო სიმბოლოების კლავიატურით შეტანას).

#07. ” is not a valid floating point value.
ბრჭყალებში მოცემული მნიშვნელობა არ არის ნამდვილი რიცხვი (მთელი ან ათწილადი).
შეცდომა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სიტუაციაში:
1. რიცხვით ველში შეტანილია არაკორექტული მნიშვნელობა – სავარაუდოდ Copy-Paste-ის გზით (რადგანაც პროგრამა ზღუდავს ამა თუ იმ ველში მისი მნიშვნელობისათვის შეუსაბამო სიმბოლოების კლავიატურით შეტანას). შეცდომას შეიძლება იწვევდეს ათწილადის აღმნიშვნელად “.”-ის ნაცვლად “,”-ის გამოყენება.
2. თუ ეს შეცდომა ამოვარდა ჩანართი ფურცლის გადათვლისას, გადაამოწმეთ სტაციონარულ ბარათში არის თუ არა მითითებული სტანდარტი და ვალიდური დამთვლელი კოდი (კოდის გასწვრივ უნდა ფიქსირდებოდეს კორექტული  განყოფილება და სტანდარტი).

#08. arithmetic exception, numeric overflow, or string truncation.
არითმეტიკული გამონაკლისი, რიცხვითი გადავსება ან სტრიქონის წაკვეთა.
შეცდომა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
1. ტექსტური მნიშვნელობის სიგრძე (სიმბოლოების რაოდენობა) მეტია ბაზაში შესაბამისი ველის ზომაზე.
2. ნულზე გაყოფა ან რიცხვითი ტიპების შეუსაბამობა

#09. Dynamic SQL Error SQL error code = -204 Table unknown “სახელი”.
უცნობი ცხრილი. პროგრამა მიმართავს ცხრილს, რომელიც მონაცემთა ბაზაში არ არსებობს.
პროგრამის ვერსია წინ უსწრებს მონაცემთა ბაზის განახლებას. აუცილებელია შესაბამისი SQL.txt-ს გადატარება IBConsole-დან.

#10. Can’t open file
C:\…\…\???.*

შეუძლებელია ფაილის გახსნა ამოუცნობი დასახელების გამო.
შეცდომა შეიძლება მოხდეს ამათუიმ ფაილიდან იმპორტისას (მაგ: კურსუსებში Pdf დოკუმენტის მიბმა). შეცდომა გამოწვეულია ფაილის დასახელებაში Unicode სიმბოლოებით.

#11. Profiles Are Not Conformable!
Application (Pr. [x.x]), Database (Pr. [x.x])
პროგრამისა და მონაცემთა ბაზის პროფილები არათავსებადია.
პროგრამის .exe ფაილი და მონაცემთა ბაზა სხვადასხვა მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.
მიმართეთ პროგრამის მომწოდებელს.

#12. a) database file appears corrupt ()
wrong page type …
b) connection lost to database
მონაცემთა ბაზა (სტრუქტურა ან ფიზიკური ფაილი) დაზიანებულია
დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გაუთვალისწინებელმა მიზეზმა.
უმეტეს შემთხვევაში გამოსწორებადია IBConsole-ს ინსტრუმენტებით Backup / Restore (ან gfix / gbak). მძიმე დაზიანებისას (მაგ. ფაილის ფიზიკურად დაზიანებისას) შესაძლებელია რომ ამ გზით შეცდომა ვერ გამოსწორდეს.
ინფორმაციის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით მკაცრად რეკომენდირებულია მონაცემთა ბაზების ყოველდღიური არქივაცია!

#13. Unable to complete network request to host “სერვერის სახელი ან IP-მისამართი/3050“.
Error writing  data to the  connection.
An existing connection was forcibly closed by the remote host.
კავშირის პრობლემა. Medservice-კლიენტი ვერ ახერხებს ბაზაში მონაცემების ჩაწერას კავშირის გაწყვეტის გამო
პროგრამიდან გამოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ Task Manager-ის დახმარებით. მანამდე პროგრამის აქტიური ფანჯრის ველებიდან ინფორმაცია გადააკოპირეთ (Copy/Paste) რომელიმე ტექსტურ რედაქტორში.

#14. არასწორი მონაცემები. დუბლირებული TrId.
ტრანზაქციის ნომრის დუბლირება ელ. რეცეპტების სისტემაში დანიშნულების გადაგზავნისას. დანიშნულება ამ ნომრით უკვე გადაიგზავნა
რეცეპტის დამოწმებისას ელ. რეცეპტების სისტემაში მისი გაგზავნის ტრანზაქციის ნომერი (TrId) ემთხვევა რეცეპტების ცხრილში გასაგზავნი რეცეპტის უნიკალურ იდენტიფიკატორს (Id), რომლის გამეორება ერთი და იმავე (მიმდინარე ან რომელიმე კონკრეტული წლის) ბაზის ფარგლებში შეუძლებელია (რადგან ის წარმოადგენს PRIMARY KEY-ს).
წლიური არქივაციისას ვღებულობთ ორ სხვადასხვა ბაზას. მათში არსებულ რეცეპტების ცხრილებს აქვთ თავთავისი იდენტიფიკატორი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს ერთი და იმავე Id-ს მქონე ორი რეცეპტი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პროგრამის 20.112 ვერსიიდან დაარქივებისას გათვალისწინებულია 10 000-იანი ინტერვალი წინა წლის ბაზისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაფარვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა წლის ბაზაში გამოიწერება 10 000-ზე მეტი რეცეპტი.
აქედან გამომდინარე, სერვისის მიერ აღნიშნული შეცდომის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
1) ერთი და იგივე User-ით გახსნილია ორი (ან მეტი) პროგრამა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობენ ერთი და იგივე რეცეპტის დამოწმებას. ამ შემთხვევაში მე-2 და ყოველი შემდგომი დამოწმება გამოიწვევს განსახილველ შეცდომას
2) ტექნიკური შეფერხებისას (შენელებული ინტერნეტი, ქსელური პრობლემა) შეიძლება მოხდეს, რომ დამოწმების შემდეგ რეცეპტი გაიგზავნოს და შედეგი ვერ აისახოს ბაზაში. რეცეპტის ხელახლა დამოწმება გამოიწვევს განსახილველ შეცდომას

 

 

თუ ამ გვერდზე ვერ იპოვეთ რაიმე Error-შეტყობინების აღწერა, მოგვწერეთ მისამართზე: aldaki@yahoo.com

The footer area here is fully widgetized, with widgets appearing in one, two, as well as three columns. Insert as many as you’d like, or none at all; it’s completely up to you.