FAQ

01. რეგისტრაცია

#01.001. როგორ გენერირდება განყოფილებების სია სტაციონარულ ბარათსა და სტაციონარული ჟურნალის ფილტრში?
აღნიშნული სიები გენერირდება „სტანდარტი/განყოფილებათა განაწილების“ შესაბამისი ველიდან ბრძანებით „სტანდარტი/სიების განახლება“. თუ აღნიშნულ ფანჯარაში განყოფილების ნომერი >0, მაშინ ის მოხვდება როგორც ერთ ისე მეორე განყოფილებების სიაში, ხოლო თუ აღნიშნულ ფანჯარაში განყოფილების ნომერი <0, მაშინ ის მოხვდება მხოლოდ სტაციონარული ჟურნალის ფილტრის განყოფილებების სიაში.
: „განყოფილებათა განაწილება“ აქტიურია 28-ე და 47-ე უფლებების მქონე მომხმარებელთან.

02. კალკულაცია

#02.001. როგორ გავანაწილოთ ასანაზღაურებელი თანხა გადამხდელებს შორის სასურველი თანაფარდობით სტაციონარული პაციენტის ჩანართ ფურცელში?
ჩანართ ფურცელში შესაძლებელია გადამხდელების გასწვრივ მომხმარებლის მიერ მიეთითოს სასურველი თანხები. თუმცა ჩანართი ფურცლის გადათვლისას ასანაზღაურებელი თანხა გადამხდელებს შორის გადანაწილდება ქსენონში მითითებული დაფინანსების პროცენტების შესაბამისად. თუ გადათვლამდე ჩავრთავთ ალამს „განაწილების კონტროლი“, მაშინ გადათვლა აღარ იმოქმედებს თანხების გადანაწილებაზე.
: ალამი „განაწილების კონტროლი“ მდებარეობს ფანჯრის ქვედა ნაწილში დათვლის მეთოდის გასწვრივ. ეს ალამი, და  ასევე გადამხდელების თანხების რედაქტირება, აქტიურია 174-ე უფლების მქონე მომხმარებლებთან.

03. ელექტრონული ხელმოწერა

#03.001. ფორმა-100-ის დამოწმების შემდეგ ვერ ხერხდება მისი ამობეჭდვა, კერძოდ:
1. Print Previw-ში არ ჩანს ფორმა-100-ის ბოლო პუნქტები;
2. ბეჭდვის ღილაკზე დაჭერისას ფორმა-100-ი არ იბეჭდება;
3.  Print Previw-ს დახურვისას შეიძლება გამოვიდეს გაურკვეველი შეცდომა და პროგრამა ეკიდება.
კადრების მოდულში მკურნალ ექიმზე ან მთავარ ექიმზე არ არის დაფიქსირებული ხელმოწერა. თუ ვერ ხერხდება პირის ხელმოწერის მოპოვება, დროებით დააფიქსირეთ „ცარიელი ხელმოწერა“ (.bmp ფაილი მცირე ზომის სუფთა ფურცლით).
ამ მიზეზით ანალოგიური პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ყველა იმ დოკუმენტის ბეჭდვისას, რომლებზეც გათვალისწინებულია ელ. ხელმოწერები (მაგ: კალკულაცია, ინვოისი, …).

 

თუ ამ გვერდზე ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს შეკითხვაზე, მოგვწერეთ მისამართზე: med_manager.aldaki@yahoo.com

The footer area here is fully widgetized, with widgets appearing in one, two, as well as three columns. Insert as many as you’d like, or none at all; it’s completely up to you.